საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იქნება.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კვლავ მამუკა მდინარაძე იქნება.
88 ხმით არცერთის წინააღმდეგ – პარლამენტმა ახლად არჩეული წევრების უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა.