ყალბი ჯავშანჟილეტის გამო დონეცკში ოფიცერი დაიღუპა

დენეცკის აეროპორტში ყალბი ჯავშან ჟილეტის გამო უკრაინელი ოფიცერი დაიღუპა. სროლის შედეგად ნამსხვრევი ჟილეტის გავლით სამხედროს კისერის არეში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯავშანჟილეტში დამცავი ფირფიტა საერთოდ არ იყო. ეს ინფორმაცია ერთ-ერთი უკრაინული არხის კორესპონდენტმა ალექსანდრე მოტორნიმ გაავრცელა. ჟურნალისტის თქმით, „ფალსიფიცირებული“ ჟილეტების გამო დაჭრილია კიდევ რამდენიმე ოფიცერი.
„ჯარისკაცები, რომლების მაისიდან აეროპორტს იცავენ, ამბობენ, რომ დაჭრილი ბევრი იყო, ერთი სამხედრო კი სწორედ კისერში სასიკვდილო ჭრილობით დაიღუპა. როდესაც კისრის მიდამოში ჟავშანჟილეტი დაათვალიერეს, აღმოჩნდა, რომ კევლაროვის დამცავი ფირფიტა იქ საერთოდ არ იყო“, – განაცხადა კორესპონდენტმა.
სამხედროების ინფორმაციით მსგავსი ჯავშანჟილეტი ჯარში არაერთია. ამიტომ, მათი აზრით, ამ საქმით სამართალდამცავები უნდა დაკავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები