კულტურის მინისტრი რუსთაველის ეროვნული თეატრის შენობის მდგომარეობას გაეცნო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დირექტორ გიორგი თევზაძესთან ერთად შენობა დაათვალიერა და თეატრის მდგომარეობას გაეცნო.
შეხვედრაზე ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და სამინისტროსთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე. საუბარი შეეხო მომავალ გეგმებსა და პროექტებსაც.
თინათინ რუხაძემ თეატრის ხელმძღვანელობას სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა