3 წელი სტივ ჯობსის გარეშე

დღეს სტივ ჯობსის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოჩენილი ნოვატორი 2011 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. ადამიანი, რომელმაც თავის მეგობარ სტივ ვოზნიაკთან ერთად 1976 წელს კომპანია Apple Computers-ი დაარსა, მოგვიანებით საკუთარი კომპანიიდან გააძევეს. თუმცა იყო ტრიუმფალური დაბრუნებაც, რომლის ნათელი დასტურიც iPod, iPhone, iPad და ასევე, კომპანია Apple-ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად გადაქცევა იყო. დღეს მისი თაყვანისმცემლები ჯობსის ხსოვნას პატივს პალო-ალტოში მდებარე ალტა მესას მემორიალურ პარკში მიაგებენ, სადაც ჯობსია დაკრძალული.

10665320_527507414059612_9039042022600523949_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები