პუტინმა მკვლელობისთვის გასამართლებული „ფე-ეს-ბე“-ს ოფიცერი შეიწყალა

უცხოური მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა მკლელობისთვის გასამართლებული „ფე-ეს-ბე“-ს ლეიტენანტი დიმიტრი მაკსიმოვი შეიწყალა.
„2012 წლის 12 აპრილს, ვლადიმირის გარნიზონის სამხედრო სასამართლოს მიერ გასამართლებული დიმიტრი სერგეის ძე მაკსიმოვი შეწყალებულ იქნას. განთავისუფლებულ იქნას სასჯელის შემდგომი მოხდისგან და მოეხსნას ნასამართლეობა“, – ნათქვამია 2014 წლის 3 ოქტომბრის პუტინის შეწყალების დოკუმენტში.
შეგახსენებთ, 2008 წლის თებერვალში მაკსიმოვი სახლში ნასვამი ბრუნდებოდა, რა დროსაც ახალგაზრდებთან ჩხუბი მოუვიდა. მაკსიმოვმა ერთ-ერთ მათგანს დანა სახეში, ხოლო მეორეს მუცლის არეში დაარტყა, რის შედეგად დაშავებული ადგილზევე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები