მაკა ბოჭორიშვილი: ნაკლებად წარმომიდგენია თინა ბოკუჩავას მსგავსად ფიქრობდეს მთელი ევროპა, რომ მოქალაქეები უნდა დასაჯონ იმისთვის, რომ ოპოზიციის უუნარობის გამო მათ ვერ მოახერხეს რაღაცა მიზნების მიღწევა

თავდაუზოგავად შრომობენ იმისთვის, რომ რამენაირად ვინმე აიყოლიონ ევროპის მასშტაბით, რომ მსგავსი განცხადებები გაკეთდეს, ან მსგავსი რამ მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ნაკლებად წარმომიდგენია თინა ბოკუჩავას მსგავსად ფიქრობდეს მთელი ევროპა, რომ მოქალაქეები უნდა დასაჯონ იმისთვის, რომ ოპოზიციის უუნარობის გამო მათ ვერ მოახერხეს რაღაცა მიზნების მიღწევა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროკავშირის გახდეს იძულებული, რომ პერსონალური სანქციების ნაცვლად, ქვეყანას დაუნიშნოს სანქცია, რაც ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებაში აისახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები