“არაერთხელ გვინახავს ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო თამაშები, ახლაც იგივე მდგომარეობაა” – ბითაძე
“ჩვენ არაერთხელ გვინახავს ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო თამაშები. ახლაც ზუსტად იგივე მდგომარეობაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ისინი, საბოლოოდ, უარს არ იტყვიან იმ დაფინანსებაზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა აიღონ. ეს მათი პროვოკაციულ აბსურდული განცხადებები საარჩევნო სიების და კანდიდატურების ჩახსნასთან დაკავშირებით ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ გაცდენილი იყო ყველა სამართლებრივ ნორმას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და მიზნად ისახავდა, კვლავ მათი ამომრჩევლის მოტყუებას“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.