არჩილ გორდულაძე: ჩვენ გავაგრძელებთ იმ შრომას, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვავალა და აუცილებლად შევასრულებთ მათ დავალებას, რომ ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე

,,ჩვენ გავაგრძელებთ იმ შრომას, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვავალა და აუცილებლად შევასრულებთ მათ დავალებას, რომ ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე, განსხვავებით ჯაშუშური ქსელისგან, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ კლასტერში შემავალი პარტიები წარმოადგენენ”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნებისთვის” დავალების მიმცემი მხოლოდ ქართველი ხალხია.

„ჩვენ განსახილველი გვექნება, მათ შორის, პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტი, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, სოციალური საკითხები თუ სხვა და მიუხედავად იმისა, რაც უნდა გააკეთოს ჯაშუშურმა ძალამ ოპოზიციამ, ამას ჩვენთვის ნაკლებად აქვს მნიშვნელობა ისევე, როგორც ქართველი ხალხისთვის.

ჩვენ გავაგრძელებთ იმ შრომას, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვავალა და აუცილებლად შევასრულებთ მათ დავალებას, რომ ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე, განსხვავებით ჯაშუშური ქსელისგან, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ კლასტერში შემავალი პარტიები წარმოადგენენ. ჩვენ არ ვასრულებთ ვინმეს დავალებას გარედან, მათი პატრონების დავალებებს. ჩვენი დავალების მიმცემი მხოლოდ ქართველი ხალხია“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები