ლევან მგალობლიშვილი ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს ესტუმრა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს ესტუმრა.
ლევან მგალობლიშვილის თქმით, ტელევიზია უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში.
„ვულოცავ ყველა ეროვნულ მაუწყებელს და ჟურნალისტს ტელევიზიის საერთაშორისო დღეს!
ტელევიზია უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში – სწორედ ტელევიზიის საერთაშორისო დღეს ვესტუმრე აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს, რომელიც თავის დროზე აფხაზეთის ტელევიზიის ბაზაზე დაფუძნდა, დღეს კი ტელეკომპანია აფხაზეთის ხმის ეთერში მაუწყებლობს და აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ სატელევიზიო პროდუქტს ქმნის, მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.
1996 წელს პირველ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე გაერომ ტელევიზიის მსოფლიო დღე დააწესა, რომელიც ყოველწლიურად 21 ნოემბერს აღინიშნება.