“ისლამური ხალიფატის“ ტერორისტები ევროპაში დევნილების სახით შენიღბულები აპირებენ შეღწევას

„ისლამური ხალიფატის“ ტერორისტები ევროპაში შენიღბულად ჩასვლას გეგმავენ. ამ ინფორმაციას ამერიკულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით გერმანული გაზეთი „Bild am Sonntag“-ი ავრცელებს. როგორც გერმანული გამოცემა წერს, ტერორისტები თურქეთში გადასვლას დევნილების სახით შენიღბულები გეგმავენ, საიდანაც სხვადასხვა ყალბი საბუთების მეშვეობით ევროპაში შეღწევას განახოციელებენ. ტერორისტების გადაადგილების შესახებ ასევე ცნობილია, რომ ევროპაში ჩასაღწევად გაძლიერებული უსაფრთხოების გამო ისინი არ აპირებენ თვითმფრინავებით გადაადგილებას. მათი გეგმებისა და მოლაპარაკების შესახებ ცნობილი ამერიკული სპეცსამსახურების წყალობით გახდა, რომლებმაც მათი საუბრების გაშიფრვა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები