გროზნოს დღესასწაულზე თვითმკვლელის ტერაქტს მსხვერლი მოჰყვა (ვიდეო +18)

გროზნოში, ქალაქის დღესასწაულზე ტრაგედია დატრიალდა. 19 წლის ოპტი მუდაროვმა ქალაქის საკოცენტო დარბაზის შესასვლელში ბომბი ააფეთქა.
როგორც რუსული მედია იტყობინება, თვითმკვლელი დარბაზის შესასვლელში პოლიციელებმა საეჭვოდ მიიჩიეს და მეტალოდეტექტორით შემოწმება დაუპირეს. რა დროსაც თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. წინასწარი მონაცემებით ტერაქტს 3-დან 5-მდე პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 13-მდე ადამიანი კი დაჭრილია.
როგორც ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა აღნიშნა, „შაითანებმა“ ტერაქტის მიუხედავად დღესასწაულის ჩაშლა ვერ მოახერხეს და სადღესასწაულო შოუ მაინც გაიმართა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=1l9sI583Ilg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები