ვოლსკი – ოპოზიციაზე: მავნებლობის რა რესურსი უნდა გაგაჩნდეს, რომ შენი საკუთარი ქვეყნის მიმართ სანქციები მოითხოვო, თუნდაც ევროკავშირისგან

“მავნებლობის რა რესურსი უნდა გაგაჩნდეს, რომ შენი საკუთარი ქვეყნის მიმართ სანქციები მოითხოვო, თუნდაც ევროკავშირისგან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

“ევროკავშირიც ვერ წყვეტს ამ საკითხს, ახლა საუბრობენ ტექნიკური მისიის გამოგზავნაზე, ეს არის რაღაც შუალედური გადაწყვეტილება, მაგრამ ეს მოგაგონებთ იმას, რომ ჩვენ, ხელისუფლების ხუთი მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარის ადგილების დათმობით, გვქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ხელიც კი მოვაწერეთ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას, რათა ქვეყანაში სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. ამას ჩვენი ოპონენტები არ დათანხმდნენ, რადგან არ აიღეს ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობა, ერთადერთი მიზეზით, რევოლუციური გეგმა ჰქონდათ.
ჩაეშალათ დესტაბილიზაციის გეგმა, არ მოხდა ის სისხლის ღვრა, რაზეც სააკაშვილი ყოველდღე ლაპარაკობდა და მერე მოაწერეს ხელი.

ახლაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, მაგრამ უფრო ბნელი, მავნებლური და გაცილებით უფრო კონსპირაციული.

ეს გამყიდველი ადამიანები ისევ მოვლენ ხელისუფლებაში და ამას ატყუებენ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც არ ახსოვთ ის პერიოდი და არც ემოციური კავშირი არ აქვთ პერიოდთან, როდესაც მათ საქართველო გამოატარეს ხორცის საკეპ მანქანაში. ეს არის მათი გეგმა და ეს სურთ მათ.

ახლა არის ერთადერთი გეგმა ამ სიტუაციიდან, რომ საღი აზრი მოიხმონ და ქვეყნის მტრობას თავი დაანებონ თუ არ უნდათ გაქრობა პოლიტიკური სივრციდან,” – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები