“წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, ვჩერდებით თსუ-სთან, დღეს გავათევთ ღამეს” – ელენე ხოშტარია
“წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენ არ ვაპირებთ „ოცნების“ დღის წესრიგით სიარულს”, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
“აქ ვჩერდებით, თსუ-სთან, დღეს გავათევთ ღამეს, 24 საათი ვიქნებით აქ, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას. ასე გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები. არჩევნები, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა. ყველაფერი უზრუნველყოფილია, ჩვენ ახლა აქ ყველაფერს მოვაწყობთ, ეს არ არის ქაოტური პროცესი, ეს არის დაგეგმილი პროცესი, ამას სჭირდება ელემენტარული შემართება, რომელიც თქვენ ყველას გაქვთ ყველაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკოსს ან პარტიას. ხვალ ევროპაში იკრიბებიან და უნდა ისაუბრონ საქართველოზე, რა უნდა ისაუბრონ, რომ დაეზარა ქართველ ხალხს გარეთ გამოსვლა? არა და არასდროს. ქართველი ხალხი არის გარეთ და ანახებს ევროპას, რომ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ხოშტარიამ.