კულტურის მინისტრი ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლს დაესწრო

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრე(ნუკრი) ქანთარიამ დადგა სპექტაკლი „1902 წელს ბათომში“.
სპექტაკლს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან, მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძესთან და ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაშთან ერთად დაესწრო.
მიხეილ ბულგაკოვის პიესა „ბათომი“ თარგმნა და სცენური ვერსია შექმნა ირაკლი სამსონაძემ.
სპექტაკლში მონაწილეობენ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები. მხატვარია გოგლა გოგიბერიძე, კომპოზიტორი – ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები