შსს-ს თანამშრომლებმა სტრატეგიული მილსადენების უსაფრთოების საკითხებზე სწავლება გაიარეს

  შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, “BP-საქართველოს” ხელშეწყობით, სტრატეგიული მილსადენების უსაფრთოების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ დანაყოფების წარმომადგენლებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენის დაცვაზე.
შს სამინისტროს ცნობით, ტრენინგის მიზანია ექსპერტების მიერ სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებზე გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მომზადება მილსადენების დაცვის, საფრთხის შეფასებისა და რეაგირების საკითხებზე.
“BP-საქართველოს” ხელშეწყობით აღნიშნული სახის ტრენინგები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სხვადასხვა რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ. მსგავსი სწავლებები მომავალშიც გაგრძელდება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ju7x5hIARPY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები