ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ხელშეკრულების რატიფიკაციის გასაუქმებლად ემზადება
ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. მეთაურის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს, რუსეთის ფედერაციასთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიკაციის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ, – ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება.
„ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს კანონპროექტის პარლამენტიდან გასვლის შესახებ. აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეს გადაწყვეტილება მიიღეს რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს ე.წ. პარლამენტს რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება უნდა განეხილა, თუმცა, განხილვა მომდევნო კვირას გადაიდო. “ოპოზიცია” ამ დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება, რადგან მიაჩნია, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე, ამიტომ ე.წ. პარლამენტის შენობასთან აქცია დილიდან მიმდინარეობს. მომიტინგეები დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას გადადგომასაც ითხოვდნენ.