კონსერვატორიის საოპერო სტუდიის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სეზონის სპექტაკლების სერია იწყება

იწყება კონსერვატორიის საოპერო სტუდიის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სეზონის სპექტაკლების სერია.
როგორც კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 19 და 20 ნოემბერს გაიმართება:  ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“;
30 ნოემბერს და 1 დეკემბერს – ჯ. ვერდის „ტრავიატა“.
პირველი სპექტაკლის შემადგენლობა:
19 ნოემბერი, 19:00 საათი, კონსერვატორიის დიდი დარბაზი  – ვიქტორ დოლიძის – „ქეთო და კოტე“, (კომიკური ოპერა 3 მოქმედებად), ლიბრეტოს ავტორი – ვიქტორ დოლიძე.

სოლისტები:

ქეთო – ეკატერინე აბულაძე (ბაკ. IV კ.)
კოტე – ტატო ბახბახაშვილი (ბაკ. IV კ.)
ლევანი – თორნიკე აბრამიშვილი (ბაკ. IV კ.)
ბარბალე – ელისაბედ ჩხეიძე (ბაკ. III კ.)
ბაბუსი – ქეთევან კარდენახიშვილი (ბაკ. III კ.)
მაკარი – ნიკა ეკალაძე (ბაკ. IV კ.)
საქო – ნიკო ჭელიძე (მაგ. I კ.)
სიკო – ჯემალ ჯანიაშვილი (ბაკ. III კ.)
მარო – ნინი შონია (ბაკ. III კ.)
ტიმოთე – ოთარ კირაკოზაშვილი (ბაკ. III კ.)

ქორეოგრაფიულ სცენებში მონაწილეობენ :
შ. რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტები, ქორეოგრაფები: ნუგზარ ჯიქური, თამარ გეგეშიძე, შალვა დიღმელაშვილი

საგუნდო სცენებში მონაწილეობენ – თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების ბაკალავრიატის I კურსის სტუდენტები.
საოპერო სტუდიის ორკესტრი, დამდგმელი დირიჟორი-პაპუნა ღვაბერიძე;
დამდგმელი რეჟისორი – ლელა გვარიშვილი;
დამდგმელი მხატვარი – ნეიკო ნეიძე
ქორმაისტერი – ლაშა მიროტაძე;
კონცერტმაისტერები – თინათინ ალავიძე, ნინო ზაქაიძე, ნინო ლეშკაშელი.
საოპერო სტუდიის მენეჯერი – ირინა რამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები