მახაშვილი – ორი ოპოზიციური გაერთიანების მიერ მანდატებზე უარის თქმაზე: ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი

“ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი და მცდელობა, რომ ის მინავლებული მუხტი, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებია მოსახლეობაში, რაღაცნაირად გააღვივონ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც კოალიცია “ცვლილებებისთვის” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს გამოეხმაურა.

“ეს კინო ნანახი გვაქვს. საზოგადოებას ახსოვს 2020 წელს აბსოლუტურად იგივე ტიპის მსჯელობა, მოწოდებები და განცხადებები, საბოლოო ჯამში, კი ვნახეთ, ყველა ერთმანეთს ასწრებდა პარლამენტში შემოსვლას. იგივე სცენარია დღესაც. ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი და მცდელობა, რომ ის მინავლებული მუხტი, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებია მოსახლეობაში, რაღაცნაირად გააღვივონ და ხალხი დემონსტრაციებზე გამოიყვანონ. ამას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადება. სამართლებრივი შედეგები შეიძლება მხოლოდ დადგეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ცესკო სრულ სიას გადმოაგზავნის და პარლამენტი პირველივე სხდომაზე გადაწყვეტს მანდატები შეწყვიტოს ან არ შეწყვიტოს პირებისთვის, ესეც იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში იქნება შემოსული ამ პირების განცხადება მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ორი ოპოზიციური გაერთიანება საარჩევნო კომისიას სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები