“ვიზალიბერალიზაცია არც როთს მოურთმევია საქართველოსთვის და არც იმ 8 ქვეყნის პარლამენტის წევრებს, ეს არის ქართველი ხალხის მონაპოვარი” – მათიკაშვილი

“ვიზალიბერალიზაცია არც როთს მოურთმევია საქართველოსთვის და არც იმ 8 ქვეყნის პარლამენტის წევრებს. ეს არის ის მონაპოვარი, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო და ეს მონაპოვარი ძალიან დიდი შრომით, ევროპასთან ინტეგრაციის და ადეკვატურობის საკითხის ძალიან საფუძვლიანად დადგენით და ამ პროცესში ჩართვით”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ჯერ ერთი, თვითონ ევროკავშირის წესების მიხედვით, გაუქმება ვიზალიბერალიზაციის ასე არ ხდება და საერთო თანხმობაა ამისთვის საჭირო, ეს ერთი ქვეყნის და ორი ქვეყნის თუნდაც უმრავლესობით საკითხის გადაწყვეტის მოცემულობას არ ითვალისწინებს. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ის, რომ მავნებლებს, საქართველოს მტრებს, საქართველოს ფარგლებს შიგნიდან აქვთ საშუალება დააყენონ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. ეს ფაქტია, მაგრამ რამდენად გადაწყდება შეჩერების საკითხი ეს კიდევ მეორე თემაა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მტრული გადაწყვეტილება იქნება მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რა თქმა უნდა ამ მოცემულობაში, გეოპოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი დღევანდელი ვითარების თვალსაზრისით, ეს თემა დღის წესრიგში ევროკავშირში წესით არ უნდა დადგეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები