ამერიკის არჩევნების დასრულების შემდეგ, მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი ეცემა
ამერიკის არჩევნების დასრულების შემდეგ, მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი ეცემა.
თბილისის დროით 15:45 საათისთვის ერთი უნცია ოქრო 2 595 დოლარი ღირს, რაც ერთკვირიან ინტერვალში 5.2%-იანი კლებაა. ერთი კვირის წინ უნციის ღირებულება 2 740 დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასი რამდენიმე კვირის განმავლობაში იზრდებოდა.
ფასის მატება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბრის მიწურულს ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ – FED, რეფინანსირების განაკვეთი 5%-მდე შეამცირა. მანამდე ტრეიდერები პროგნოზირებდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფედრეზერვი საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებდა, ის ოქროს მხარდაჭერას გამოიწვევდა, რაც რეალურად მოხდა კიდეც.
ოქროში ინვესტიციების ზრდის ძლიერი არგუმენტებია, ასევე, მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური შეშფოთება, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და საფონდო ბირჟის ცვალებადობა-არამდგრადობის სავარაუდო ზრდა.
არჩევნების დასრულების შემდეგ კი, ოქროს ფასმა კლება დაიწყო და ამ დროისთვის, 2 595 დოლარს შეადგენს.