“ენერგო პრო ჯორჯია”: მესტიის იმ ორ თემში ელექტროენერგია ნამდვილად გაითიშა, რადგან ჭარბი მოხმარებაა

გიდასტურებთ, რომ მესტიის იმ ორ თემში ელექტროენერგია ნამდვილად გაითიშა, რადგან ჭარბი მოხმარებაა,” – ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ „ენერგო პრო ჯორჯიაში” განაცხადეს.მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კატასტროფულად გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარების გამო, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით, ელექტროენერგია გათიშულია. აღსანიშნავია, რომ მესტიის მერია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა კრიპტომაინინგის გააქტიურებას უკავშირებს.

„დაეყრდენით მერიის განცხადებას. მე, როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი გიდასტურებთ, რომ ნამდვილად არის პრობლემა და მესტიის იმ ორ თემში ელექტროენერგია გაითიშა, რადგან ჭარბი მოხმარებაა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ახალი ამბავი, 2018 წლიდან არის იქ ჭარბი მოხმარება, ვერ გეტყვით, რამდენით არის ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილი. ჭარბი მოხმარება წლებია გრძელდება და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი,”- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა “ბიზნესპრესნიუსთან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები