პროკურორი: არჩევნებთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები
,,გამოძიების ფარგლებში დაკითხულია ცესკოს არაერთი წარმომადგენელი, საქმეზე ძიება გრძელდება და გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც რაიმე ტიპის შემხებლობა აქვს საქმესთან”, – ამის შესახებ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები. კონკრეტულ ინფორმაციას დაკითხული პირების და მათი ვინაობის შესახებ ვერ მოგაწვდით, თუმცა გიდასტურებთ, რომ გამოძიების ფარგლებში დაკითხულია ცესკოს არაერთი წარმომადგენელი. საქმესთან დაკავშირებით მაგისტრი მოსამართლის წინაშე გაიარა გასაუბრების პროცესი კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ. ამ დროისთვის გამოძიების კითხვებს პასუხობს პარტია „ახლის“ ლიდერი თენგო თევზაძე“, – განაცხადა პროკურორმა.