“გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი ევროინტეგრაციის პროცესის” – ლევან მახაშვილი
“გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი ევროინტეგრაციის პროცესის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები იმ გულწრფელობასთან დაკავშირებით, რომელიც ამ კანონებზე მოვისმინეთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამჭვირვალობის თემა მთელი ევროპის მასშტაბით არის ფუნდამენტური პრინციპი.
“რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც ეხება ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანების დაცვას, ეს ჯერ ერთი, არ არის ევროკავშირის კომპეტენცია ცალკე აღებული. ყველა მისი წევრი სახელმწიფო ინდივიდუალურად წყვეტს ეს თემა როგორ დაარეგულიროს. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ ვხედავთ ევროკავშირში განსხვავებულ საკანონმდებლო ჩარჩოს პოლონეთიდან დაწყებული იტალიით დამთავრებული.
როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ ახლა არის საუკეთესო დრო იმისთვის, რომ მთავრობაზე ზეწოლა განახორციელონ რატომღაც. თორემ შინაარსობრივი არსით, პრინციპის დონეზე, რა თქმა უნდა ეს სრულად ჯდება ევროინტეგრაციის პრინციპებში“, – განაცხადა
მახაშვილმა.