ნინო წილოსანი: მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ ISFED = არჩევნების შედეგების გაყალბებას

“მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ ISFED = არჩევნების შედეგების გაყალბებას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანი ISFED-ს მოუწოდებს შეასრულოს საკუთარი ფუნქცია და დეტალური PVT გამოაქვეყნოს.

„მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ ISFED = არჩევნების შედეგების გაყალბებას.
პირველ შემთხვევაში, 2020 წელს, მათ გააყალბეს ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები, რაც შემდგომ კარგად ვიცით, რომ ოპოზიციის წისქვილზე დასხმული წყალი აღმოჩნდა. სწორედ ეს გახდა მათთვის ხელოვნური ბოიკოტისა და კრიზისის შექმნის საფუძველი.
მეორე შემთხვევაში, 2024 წლის არჩევნებში ვითომ პროფესიონალიზმიდან გამომდინარე არ ასაჯაროებენ პარალელური დათვლის მონაცემებს, რომელიც ემთხვევა ცესკოს შედეგებს და რაში აწყობთ?!
ცესკოს ციფრებში რომ ვერ მოძებნეს ხინჯი, გენდერულ სტატისტიკას მიადგნენ.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ცესკოს არ აქვს ვალდებულება ზუსტად აწარმოოს გენდერული სტატისტიკა და მათი გამოქვეყნებული ქალი/კაცი ამომრჩევლის სტატისტიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს, მეტიც, ის შემაჯამებელ ოქმშიც კი არ ფიქსირდება.
ISFED შეასრულე ის ფუნქცია, რისთვისაც მიიღე უცხოური დაფინანსება. გამოაქვეყნე დეტალური PVT“, – წერს ნინო წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები