ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ის ელჩი გაეროში ელისე სტეფანიკი იქნება
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს.
„ჩემთვის დიდი პატივია, ჩემი კაბინეტის შემადგენლობაში გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე თავმჯდომარე ელის სტეფანიკი წარვადგინო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ სტეფანიკი ძლიერი და ჭკვიანი მებრძოლია.
ელის სტეფანიკმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ტრამპის შეთავაზება მიიღო.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტ ტრამპის კაბინეტში ვიმსახურო, როგორც გაეროში აშშ-ის ელჩმა. პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში აღვნიშნე, თუ როგორი მადლიერი ვარ დავთანხმდე მის ნომინაციას და აშშ-ის სენატში ჩემი კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას მოუთმენლად ველი“, – განაცხადა ელის სტეფანიკმა.
საბოლოოდ, ელის სტეფანიკი თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.