“მიხაილ როთს ალბათ გაეზარდა მადა კანონების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით და ახლა ე.წ. ოფშორების კანონის გაუქმებაც მოითხოვა” – გორდულაძე
“როდესაც არცერთი არგუმენტი არ არსებობს და ყველა გაურბის არგუმენტებით საუბარს, საბოლოოდ, მხოლოდ მუქარასა და თითის ქნევას ვიღებთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია სუვერენული ქვეყნის წარმომადგენლებისა და ქართველი ხალხისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძე გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების შესახებ ევროპელი ლიდერების ულტიმატუმს გამოეხმაურა.
„მადა ჭამაში მოდისო და მიხაილ როთს ალბათ გაეზარდა მადა კანონების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით და ახლა ე,წ. ოფშორების კანონის გაუქმებაც მოითხოვა. არ ვაპირებთ რომ ჩვენი სუვერენიტეტი ფეხქვეშ გავთელოთ, ჩვენთვის მთავარია – რა არის ქართველი ხალხის ინტერესი“, – აღნიშნა გორდულაძემ.