თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა: მივიღე სამართლიანი გადაწყვეტილება, ჩემს სინდისზე და სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით
მივიღე სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისისა და მხარეების მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით! – ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აცხადებს.
მისივე თქმით, მას მტკიცედ სჯერა, რომ საქართველოს მომავალი სამართლის უზენაესობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული.
„მივიღე სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისისა და მხარეების მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით! ურყევად მჯერა, რომ საქართველოს მომავალი სამართლის უზენაესობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული!“ – განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ “ინტერპრესნიუსთან”.
ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 4 ნოემბერს წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ექსპერიმენტი სხდომათა დარბაზში მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ინიციატივით ჩატარდა, რითაც დადასტურდა, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის ნების ფარულობა ირღვეოდა. 7 ნოემბერს კი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.