ფოთის N70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართა – ოპოზიცია შედეგებს არ ეთანხმება
ფოთის N70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, სადაც 23 უბნის შედეგები შეჯამდა.
სხდომაზე შენიშვნები გამოთქვა ოპოზიციამ. ისინი საბოლოო შედეგებს არ ეთანხმებიან.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, არჩევნების პროცესში დარღვეული იყო ფარულობა და იგი ზეწოლის ფონზე წარიმართა. ბრალდებებს არ ეთანხმება საოლქო კომისიის ადმინისტრაცია და მას დაუსაბუთებელს უწოდებს.