ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა, რომლის მიხედვით, დიდი უპირატესობით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა
ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა. შემაჯამებელ ოქმს დაერთო 3 ოპოზიციური პარტიის განსხვავებული აზრი. ოქმს 17-დან 15-მა წევრმა მოაწერა ხელი.
ოქმის მიხედვით, ზუგდიდში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. არჩევნების დღეს ჯამში 28 საჩივარი შევიდა საოლქოში. 2 მათგანი გასაჩივრდა, თუმცა სასამართლომ არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.