“რატომ უნდა გაუქმდეს კანონი, რომელიც კრძალავს ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას? რატომ უნდა გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას” – გორდულაძე

„რატომ უნდა გაუქმდეს, მაგალითად, კანონი, რომელიც კრძალავს ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას? რატომ უნდა გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, სუვერენიტეტის გამყარებას, კანონი, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლებად მკაცრია, ვიდრე მაგალითად საფრანგეთში არის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

“ძალიან საინტერესოა, როდესაც საფრანგეთის ოფიციალურ პირები მოითხოვენ ამ კანონის გაუქმებას, თავის ქვეყანაში რატომ მიიღეს კიდევ უფრო მკაცრი კანონი? როდესაც იქნება რაიმე არგუმენტი, ჩვენც გვექნება საპირისპირო, შესაბამისი კონტრარგუმენტები“, – განმარტავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები