გიორგი პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფებოდა

   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფებოდა. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში, კვლევით ინსტიტუტ „გლობალ ფორუმში“ გაიმართა.
დისკუსიაში მონაწილეობას ექსპერტები, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებდნენ. გიორგი პაპუაშვილმა შეხვედრაზე საჯარო ლექცია ევროპულ სამართლებრივ სისტემასა და საქართველოში მიმდინარე სამართლებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით წაიკითხა.
შეხვედრაზე განხილვის საგანი საქართველოში ბოლო დროს გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებები და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობაც იყო. შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა რუსეთთან ურთიერთობის საკითხს ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები