კამალა ჰარისი: დააკაკუნეთ კარზე, დაურეკეთ ამომრჩევლებს – ერთად დავწერთ დიადი ისტორიის შემდეგ თავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, კამალა ჰარისი ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დააკაკუნეთ კარზე, დაურეკეთ ამომრჩევლებს, ხმა მიაწვდინეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ჩვენ ერთად დავწერთ დიადი ისტორიის შემდეგ თავს“, – წერს ჰარისი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.