ისინი არ ენდობიან პროკურატურას,” – განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნები სხვადასხვა მაქინაციებით ჩატარდა და ამომრჩევლის ნების გარეშე გამარჯვებულად გამოცხადდა, ევროპულმა წამყვანმა ქვეყნებმა არჩევნები ლეგიტიმურად ცნეს და სააკაშვილს გამარჯვება მიულოცეს.
„დამისახელეთ ე.წ. დემოკრატიული, წამყვანი ქვეყნები, სადაც არჩევნების დროს არ ხდება რაიმე გადაცდომა. ჩვენ ვნახეთ ამერიკაში დამწვარი საარჩევნო ყუთები და ეს
ის ქვეყანაა, რომელიც წარმატებული, დემოკრატიულია. შეგახსენებთ, საქართველოში 2008 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. მაშინ ნიღბიანები შეიჭრნენ საარჩევნო უბნებზე, მაგალითისთვის ჩაქვიც კმარა და შემდეგ სხვადასხვა მაქინაციებით მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება.
ვთქვათ სიმართლე და დავამთავროთ პირფერობა ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებთან და მაღალჩინოსნებთან. მათ 2008 წლის არჩევნები დემოკრატიულად შეაფასეს და მაშინდელ პრეზიდენტს იმ ღამესვე მიულოცეს გამარჯვება. და ეს მოხდა მაშინ, როცა ამომრჩევლის 70%-ს სხვა განწყობა ჰქონდა, ვიდრე არჩევნებზე დამდგარი შედეგი. მაშინ ამომრჩეველმა გაბედა და არ მისცა ხმა სააკაშვილს. ევროპელების განცხადებებით კი გადაიფარა ხალხის პროტესტი. ასეთი არჩევნების აბსურდული შედეგი მიიღეს რეალობად და ახლა წერენ თავიანთ დასკვნებში, რომ საჭიროა გამოძიება.
ოპოზიცია ცდილობს დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა მათ არჩევნების შედეგების გაყალბების არცერთი ფაქტი არ აქვთ. ვთხოვთ, თუ გაქვთ ფაქტები მიიტანეთ პროკურატურაში, პასუხად კი ვიღებთ, რომ ისინი არ ენდობიან პროკურატურას. ის, რომ ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს პროკურატურას სასაცილოა. მაშინ რა დააშავა იმ ადამიანებმა, რომელთა საქმეებსაც სხვადასხვა დანაშაულის გამო იძიებს ან უკვე გამოიძია პროკურატურამ. ისინიც გაიმეორებ ოპოზიციის ნათქვამს და ხელს შეუშლიან სამართლიანობის აღსრულებას,” – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.