“ოპოზიციური არხების კვლევები ზუსტად იმას ემთხვევა, რასაც აქციებზე ტრიბუნიდან იძახიან” – ვოლსკი
“ეგზიტპოლის განმახორციელებელს შეიძლება, სამართლებრივად ვერ მოუგო, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი აქვს და ეს იმ დესტაბილიზაციის ამოცანას ემთხვევა, რაც ოპოზიციის მთავარი სამიზნეა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციური არხების კვლევები ზუსტად იმას ემთხვევა, რასაც აქციებზე ტრიბუნიდან იძახიან.
„რასაკვირველია, ამ დროს ეჭვები ჩნდება. შედეგებს 10-12 პროცენტი აცდენა ვერ ექნება, თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული არ ხარ. ეს სამართლებრივად რომ ვერ დაამტკიცო, ამ საკითხსა და დეზინფორმაციაზე უკვე ორი აზრიც არ არსებობს. ყველამ ყველაფერი იცის“, – განმარტა ვოლსკიმ.