ზაპოროჟიეში რუსების იერიშს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ზაპოროჟიეში რუსების იერიშს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებს.

არსებული ცნობით, შეტევის შედეგად ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

ივან ფედოროვის მონაცემებით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოება, თავი აარიდონ სახიფათო ადგილებში სიარულს და გაითვალისწინონ სასწრაფო დახმარების სამსახურის რჩევები.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს რუსების 48 თვითმფრინავი და ორი რაკეტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები