ნინო წილოსანი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ფაქტი ოპოზიციის მხარეს, მათ მხარეს არსებობს მხოლოდ ტყუილები

მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი არჩევნების გაყალბების შესახებ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„თავისთავად, არავის გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი გამოცხადდებიან პროკურატურაში და რაიმე დამატებით ღირებულს მისცემენ გამოძიების პროცესს, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ფაქტი მათ მხარეს. მათ მხარეს არსებობს მხოლოდ ტყუილები და თითიდან გამოწოვილი ვითომ არგუმენტები“, – აცხადებს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები