პრემიერი დღეს კახეთს ეწვევა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კახეთს ეწვევა და “ქართული ღვინის დღესთან” დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ქართული ღვინის დღის” ფარგლებში ალავერდის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილი დოღს დაესწრება, ასევე სიტყვით მიმართავს ალავერდის კომპლექსში შეკრებილ მოსახლეობას.
მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ყვარლის რაიონში “მეღვინეობა ხარებას” რთველშიც მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად “ყვარლის გვირაბებს” ეწვევა და დაათვალიერებს.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის 4 ოქტომბერს “ქართული ღვინის” დღე პირველად აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები