“ვინმეს თუ აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მოვუწოდებ, დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუკაზე რუხი ფერით არის გამოსახული” – პაპუაშვილი

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც იცით, არჩევნებს ვერ ვატარებთ, შესაბამისად, დელეგატებიც არ არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ, აქ არის ის საარჩევნო ოლქები, სადაც დელეგატები იყვნენ წარმოდგენილი და სადაც ჩატარდა არჩევნები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს, მის დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს რუკის სლაიდზე ოკუპირებული ტერიტორიები არ ჩანდა.

„საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება. ვინმეს თუ აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მოვუწოდებ, დააკვირდნენ – საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, არის რუხი ფერით გამოსახული, მის გარშემო არასაქართველოს ტერიტორიები არის თეთრი ფერით გამოსახული. ამიტომ, ესეც აჩვენებს, რა სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საქმე. ვინც მაგას აკეთებს, ეს ადამიანები უბრალოდ ამ ქვეყნის შვილები არ არიან, ჩემი შეფასებით.

ეს ადამიანები რომ გველაპარაკებიან არჩევნების სისტემებზე, როდესაც იმხელა ცოდნა, გამჭრიახობა თუ უნარები არ აქვთ, რომ აღიქვა, რა არის სლაიდზე – დელეგატები, საარჩევნო ოლქები, ოკუპირებული ტერიტორია. ასე უნდა დავუღეჭოთ, როგორც ჩანს, ყოველ მეორე დღეს ამ ენჯეო საზოგადოებას“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები