პაპუაშვილი – ზურაბიშვილზე: ის პარასკევები, რომლებიც მას დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე, სულ უფრო მცირდება და მე მგონი, უბრალოდ მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე
“ის პარასკევები, რომლებიც მას დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე, სულ უფრო მცირდება და მე მგონი, უბრალოდ მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე და ღირსეული, ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართველი დიპლომატების მისამართით დაწერილ პოსტს გამოეხმაურა.
„ქალბატონი სალომეს დამოკიდებულება დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით დიდი ხანია, ცნობილია, მათ შორის მაშინ, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მოიკითხეთ, მაშინ რა ჩაატარა, როგორც მინისტრმა, ფავორიტიზმი და სხვა ასეთი მავნე პროცესები საგარეო უწყებაში. ის უკვე დიდი ხანია ელჩების დანიშვნაზე უარს ამბობს, არღვევს კონსტიტუციას. ქალბატონი სალომე დაასრულებს ამ პოზიციაზე ყოფნას და ჩაბარდება მისთვის სამწუხაროდ არასახარბიელოდ საქართველოს ისტორიას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა – სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს დიპლომატის დღე არ მიულოცა.