რისი რცხვენოდა სააკაშვილს – გია ცაგარეიშვილის განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გია ცაგარეიშვილმა, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გიორგი ვაშაძეს და პავლე კუბლაშვილს, მიხეილ სააკაშვილის და მათი სხვა თანაგუნდელების პოლიტიკური წარსული და ედუარდ შევარდნაძესთან კავშირი შეახსენა. ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” თოქ-შოუ “რეაქციაში“ ოპონენტებს მიმართა და საქართველოს ექსპრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მამა უწოდა.
“თქვენი გამზრდელი და თქვენი პოლიტიკური მამა იყო ედუარდ შევარდნაძე, “მოქალაქეთა კავშირის შემქმნელი“ იყვენენ თქვენი ახლანდელი კოლეგები: ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, მიხეილ სააკაშვილი , გიგი წერეთელი, დავით ტყეშელაშვილი და სხვები. მიხეილ სააკაშვილმა რომელიც იყო “მოქალაქეთა კავშირის“თავმჯდომარე, გაპრეზიდენტების შემდეგ მისი ვებ-საიტზე განთავსებული ბიოგრაფიიდან გააქრო ის ფაქტი, რომ ერთ დროს “მოქკავშირს“ თავმჯდომარეობდა. რატომ სცხვენოდა?!“ – მიმართა ცაგარეიშვილმა ოპონენტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები