გიორგი ვოლსკი: ტექნიკურად ვერანაირი შეღწევადობა ვერ დადასტურდა ელექტრონული არჩევნების სისტემაში, ეს არის მიზეზი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი და სხვები არ მიდიან საგამოძიებო სტრუქტურებთან და არ საუბრობენ კონკრეტულ ფაქტებზე

მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ელექტრონული არჩევნების სისტემაში ტექნიკურად ვერანაირი შეღწევადობა ვერ დადასტურდა.

მისივე თქმით, ეს არის მიზეზი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი და სხვები არ მიდიან საგამოძიებო სტრუქტურებთან და არ საუბრობენ კონკრეტულ ფაქტებზე.

„სალომე ზურაბიშვილი არათუ უნდა მიდიოდეს საგამოძიებო სტრუქტურებში და აძლევდეს შესაბამის მასალასა და ინფორმაციას, რაც ხელთ აქვს, არამედ უნდა მოუწოდებდეს ყველა შესაბამის სტრუქტურას, მათ შორის დაზვერვის სამსახურს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, რომ სასწრაფოდ, გადაუდებლად დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება. მაგრამ ვინაიდან რევიზია ჩატარებულია, აუდიტი ჩატარებულია, ტექნიკურად ვერანაირი შეღწევადობა ვერ დადასტურდა ელექტრონული არჩევნების სისტემაში, რასაკვირველია, ეს არის მიზეზი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი და სხვები არ მიდიან საგამოძიებო სტრუქტურებთან და არ ესაუბრებიან კონკრეტულ ფაქტებზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები