მაჭარაშვილი – “ისფედის” განცხადებაზე: ამბობ, რომ ბულინგი ვერ ვნახე, ზეწოლა ვერ ვნახე; ამის შემდეგ ამბობ – მე ამის არ მჯერა; ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ

“ამბობ, რომ ბულინგი ვერ ვნახე, ზეწოლა ვერ ვნახე, ხალხმა თავისი ნებით მისცა ხმა და სწორად დაითვალეს, ამის შემდეგ ამბობ – უბრალოდ მე ამის არ მჯერა, კი ბატონო, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ისფედის“ მიერ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ დავაკვირდით და არითმეტიკულად სწორად დათვალა ცესკომ შედეგებიო, მაგრამ მას ვერ ვენდობით, რამდენად ნებით იყო გამოხატული საზოგადოების ხმის მიცემის პროცესიო. ანუ, იმ ცნობილ ქართულ ფილმში რომ არის, „გეკუთვნით, გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნით“. აი, ეს არის „ისფედის“ სიმართლე. ეს არის ის მოცემულობა, რაც უცხოეთშიც დაინახეს და ალბათ, უთხრეს, ვაი, თქვენს პატრონს! ეგეც არ შეგიძლიათო და დაანებეს თავი.

ის, რაც არჩევნებს ახასიათებს, ეს არის, რომ დააკვირდე, ადამიანებს ვინმე ზეწოლას არ ახდენდეს და ეს ვერ აღმოაჩინეს. დააკვირდე იმას, რომ დათვლა იყოს სწორი და ასეთი ვერ აღმოაჩინეს. შემდეგ რომ გამოდიხარ და ამბობ, რომ ბულინგი ვერ ვნახე, ზეწოლა ვერ ვნახე, ხალხმა თავისი ნებით მისცა ხმა და სწორად დაითვალეს, ამის შემდეგ ამბობ, უბრალოდ მე ამის არ მჯერა, კი ბატონო, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები