მაჭავარიანი – ევროკავშირის ანგარიში ძალიან ბევრი პოზიტიური ასპექტის წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა

“ეს ანგარიში ლუსტრირებას ახდენს იმ ცრუ შანტაჟისა, რომ თითქოსდა შეჩერებული იყო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი,“ – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ანგარიში ძალიან ბევრი პოზიტიური ასპექტის წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.

“რა თქმა უნდა, არის ბევრი რეკომენდაციაც, რომელიც ჩვენ გასათვალისწინებელი გვაქვს და ძალიან დიდ სამუშაოს ჩავატარებთ იმასთან დაკავშირებით, რომ სიღრმისეულად გავერკვეთ მათ რეკომენდაციებში და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი დავაკმაყოფილოთ“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ბრიუსელმა საქართველოს არჩევნების გამოძიებისკენ და 9 ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები