რატი ბრეგაძე: პრეზიდენტი ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ებრძოლო დანაშაულს და ამისთვის ითანამშრომლო გამოძიებასთან

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობაზე საქართველოს პრეზიდენტის უარს აფასებს და აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა.

,,ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მას მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ.

პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად არის სახელმწიფოს მეთაური, ვფიქრობ, ყოველი მოქალაქისთვის უნდა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ებრძოლო დანაშაულს და როგორ უნდა ითანამშრომლო ამისთვის გამოძიებასთან“, – აცხადებს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები