ვახტანგ ჩოჩია: პრეზიდენტი მხოლოდ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი ვახტანგ ჩოჩია პროკურატურასთან თანამშრომლობაზე პრეზიდენტის უარს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
„მხოლოდ ცრუ და მანიპულირებულ ინფორმაციას ავრცელებს და ეს შეგვიძლია დავაკვალიფიციროთ, როგორც მისი პოლიტიკური განცხადება. კარგად იცის, რომ პროკურატურისთვის ცრუ ჩვენების მიცემას კონკრეტული სამართლებრივი შედეგი აქვს, შესაბამისად, თავს არიდებს შესაბამის პასუხისმგებლობას და განაცხადა, რომ არ მისცემს ჩვენებას პროკურატურას“, – აღნიშნა ჩოჩიამ.
ცნობისთვის, პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.