პრემიერთან „უცხოელთა შესახებ“ ახალ კანონზე იმსჯელეს

საქართველოს მთავრობა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი კანონის მოქმედებაზე მონიტორინგს ახორციელებს.
ახალი კანონის დადებით მხარეებსა და შესაძლო ხარვეზებზე, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებმა დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში შემოსვლის და ყოფნის ახალ წესებთან შეგუების პროცესს უცხოელთა ერთი ნაწილი მტკივნეულად აღიქვამს, შესაბამისად, მთავრობა მათი დახმარების სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევენ ყველა უცხოელს, რათა მათი სამართლებრივი მდგომარეობა დამატებითი ხარჯების გარეშე მოექცეს ახალი კანონის შესაბამის რეგულაციებში და კანონმა კითხვის ნიშნები არ გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები