ტრამპი: მე მოვაგვარებ ჰარისისა და ბაიდენის მიერ გამოწვეულ პრობლემებს – შევაჩერებ ტანჯვასა და ნგრევას ლიბანში

Former U.S. President Donald Trump speaks to the media as he arrives at a Manhattan courthouse, for the trial of himself, his adult sons, the Trump Organization and others in a civil fraud case brought by state Attorney General Letitia James, in New York City, U.S., October 2, 2023. REUTERS/Andrew Kelly

მე მოვაგვარებ კამალა ჰარისისა და ჯო ბაიდენის მიერ გამოწვეულ პრობლემებს და შევაჩერებ ტანჯვასა და ნგრევას ლიბანში, – ამის შესახებ აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, მისი სურვილია, რომ ახლო აღმოსავლეთი გრძელვადიან მშვიდობას დაუბრუნდეს.

„ჩემი ადმინისტრაციის დროს ჩვენ მშვიდობა გვქონდა ახლო აღმოსავლეთში და ძალიან მალე კვლავ გვექნება მშვიდობა! მე მოვაგვარებ კამალა ჰარისისა და ჯო ბაიდენის მიერ გამოწვეულ პრობლემებს და შევაჩერებ ტანჯვასა და ნგრევას ლიბანში. მინდა, რომ ახლო აღმოსავლეთი დაუბრუნდეს მშვიდობას, გრძელვადიან მშვიდობას და ჩვენ ამას  მივაღწევთ, რათა ის არ განმეორდეს ყოველ 5 ან 10 წელიწადში ერთხელ!“ – წერს ტრამპი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები