ირაკლი კობახიძე: სასამართლო გათავისუფლდა, თვისებრივად ჰუმანურია დღეს სასამართლო სისტემა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავისუფალია პოლიტიკური კონტროლისგან

მოგეხსენებათ, სასამართლო ხელისუფლებამ შეიძინა დამოუკიდებლობა და ამის გამოხატულებაა ის ახალი სტატისტიკა, რომელიც გვაქვს ჩვენ სასამართლო ხელისუფლების სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თერჯოლის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენჯერმეა შემცირებული სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობა სასამართლოსთან დაკავშირებულ საქმეებზე.

„დღეს ვითარება არის რადიკალურად განსხვავებული ყველა მიმართულებით. მოგეხსენებათ, სასამართლო ხელისუფლებამ შეიძინა დამოუკიდებლობა და ამის გამოხატულებაა ის ახალი სტატისტიკა, რომელიც გვაქვს ჩვენ სასამართლო ხელისუფლების სფეროში. 3-ჯერ, 4-ჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში 18-ჯერ არის გაუმჯობესებული სტატისტიკა, რაც უკავშირდება სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას. რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობას სასამართლოსთან დაკავშირებულ საქმეებზე, რამდენჯერმე არის შემცირებული შესაბამისი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო გათავისუფლდა და თვისებრივად ჰუმანურია თავისი არსით დღეს სასამართლო სისტემა, თავისუფალია პოლიტიკური კონტროლისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები