ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის II ეტაპი მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის II ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ბერის საყდრებამდე მისასვლელი გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოებს შპს „ამხანაგობა გზა- 2023″ ახორციელებს.
პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, პროექტის l ეტაპზე გზის 600-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა.