დავით ზალკალიანი რაულ ხაჯიმბას განცხადებას გამოეხმაურა

 

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება.
“ჩვენთვის ხაჯიმბას ეს განცხადება ცნობილია, რომ ისინი ენგურის ოკუპირებული ხაზის ტერიტორიაზე გადასასვლელი “პუნქტების” გადაკეტვას და მხოლოდ ერთ “პუნქტამდე” შეამცირებას აპირებენ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საოკუპაციო ძალები და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს, პრობლემები შეუქმნას ადამიანთა თავისუფალ გადაადგილებას, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სერიოზული დარღვევაა”, – განაცხადა ზალკალიანმა. ზალკალიანის განმარტებითვე ქართული დელეგაცია აღნიშნულ საკითხს ჟენევაში დააყენებს, სადაც საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები